07:46 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-02 16:10:02, 346 ნახვა

პოლიტიკა
თბილისში ასოცირების შეთანხმების ეკონომიკური და სექტორული თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომა იმართება

2-3 ივლისს, თბილისში ტრანსპორტის, ენერგეტიკის, გარემოს, კლიმატისა და სამოქალაქო დაცვის საკითხებში ასოცირების შესახებ შეთანხმების ეკონომიკური და სექტორული თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომა იმართება. 
აღნიშნული ქვეკომიტეტის მუშაობას კოორდინაციას უწევს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. საქართველოს მხრიდან ქვეკომიტეტის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ ენერგეტიკის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, შინაგან საქმეთა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროებისა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს წარმომადგენლები. ევროკავშირის მხრიდან ქვეკომიტეტში წარმოდგენილნი არიან ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური, ევროკომისია და საქართველოში ევროკავშირის დელეგაცია.

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მიმდინარე სხდომაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის კუთხით აღებული ვალდებულებების განხორციელების მდგომარეობა, სამომავლო გეგმები და ამ მიმართულებით ევროკავშირის დახმარების საკითხებს განიხილავენ.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში გარემოს დაცვის, კლიმატის, ტრანსპორტისა და სამოქალაქო დაცვის საკითხებში აღებული ვალდებულებების განხორციელების პროცესის შესახებ  3 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაგეგმილ სხდომაზე იმსჯელებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics