18:40 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-13 14:01:56, 1197 ნახვა

კომენტარი
„უნდა არსებობდეს გარკვეული წითელი ხაზები“ - წულუკიანი სიძულვილის ენასთან დაკავშირებულ რეგულაციებზე საუბრობს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ სიძულვილის ენასთან საბრძოლველად გარკვეული რეგულაციები უნდა შემუშავდეს. 

მისი თქმით, უნდა არსებობდეს გარკვეული წითელი ხაზები იმის გასამიჯნად, რა განცხადება შეიძლება გააკეთო გამოხატვის თავისუფლების სახელით.

„არაერთი წელია, საერთაშორისო ორგანიზაციები, ოდირიც, ისინიც რომ არ იყვნენ, ჩვენ თვითონაც ვხედავთ ჩვენ ქვეყანაში, რომ საარჩევნო პროცესს თან ახლავს ემოციები და ამ ემოციებში ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური გახლავთ სიძულვილის ენის გამოყენება სხვადასხვა კანდიდატთან მიმართებაში და ხშირად ეს სიძულვილის ენა კიდევ უფრო თვალშისაცემია ხოლმე, როდესაც კანდიდატი არის ქალი. ჩვენ ვნახეთ, რომ შარშან არჩევნებზე რესპექტაბელური ასაკის მქონე ქალი კანდიდატის წინააღმდეგ მამაკაცები ძირითადად და მეორე პარტიის მამაკაცი კანდიდატი იყენებდა სიძულვილის ენას. არ ვფიქრობ, რომ თუკი გარკვეული ფრთხილი ფაქიზი მიდგომის შედეგად შემუშავებული რეგულაციები იქნება და ბალანსი იქნება დაცული პირის უფლებებსა და გამოხატვის თავისუფლებას შორის, ეს იქნება პრობლემა. პირიქით, ეს უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არსებობდეს გარკვეული წითელი ხაზები, რა შეიძლება გამოხატვის თავისუფლების სახელით აკადრო და რა არ შეიძლება აკადრო სხვა ინდივიდს, რომელსაც აქვს თავისი პირადი სივრცე“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics