|
2019-06-12 16:58:38, 1219 ნახვა
რეგიონი
ეკატერინე მიქაბაძე: მაღაროელების მკურნალობას საჩხერის საავადმყოფო უზრუნველყოფს
ჭაითურაში კომპანია „ჯორჯიან მანგანეზში" დასაქმებული მაღაროელებისთვის შრომის პირობების, მათ შორის, ჯანდაცვასა და კვებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარების შესახებ ისაუბრეს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაში, მონაწილეობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ მიიღო. შეხვედრას ხელმძღვანელობდა პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული მართვის საკითხებში. მას ასევე დაესწრნენ პარლამენტის წევრი სულხან მახათაძე, „ჯორჯიან მანგანეზის" დროებითი მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსა და საჩხერის საავადმყოფოს ხელმძღვანელი პირები. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შეთანხმების შესრულების პროცესი კომპანიის ადმინისტრაციასა და მაღაროელებს შორის დადგენილ ვადაში მიმდინარეობს. ამასთან, როგორც ითქვა, სამთავრობო უწყებების მონიტორინგი გაგრძელდება, რადგან შრომის ღირსეული პირობების შექმნა და დასაქმებულთა ინტერესების დაცვა მთავრობის პრიორიტეტია. ყურადღება გამახვილდა ჯანდაცვასა და კვებასთან დაკავშირებული პირობების შესრულებაზე. შეხვედრაზე განიხილეს ჯანდაცვის საკითხის კომპლექსური გადაწყვეტა - ადგილზე, საწარმოში მაღაროელების პირველადი მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა, უშუალოდ მკურნალობის კურსის საჩხერის საავადმყოფოში გავლა, რომელიც უმაღლესი სტანდარტებით არის მოწყობილი და ჭიათურიდან მხოლოდ 10 წუთის სავალზე მდებარეობს. „მნიშვნელოვანია, რომ ყველა პრობლემური საკითხის მოგვარებაში სრული კოორდინაცია გვაქვს და ასე ვცდილობთ საკითხების ეფექტიან და დროულ გადაწყვეტას. მაისის ბოლოდან მოყოლებული ჩვენ არაერთი შეხვედრა გავმართეთ და შეთანხმების პირობებს დადგენილ ვადაში ვაგვარებთ. კმაყოფილი ვარ, რომ შემიძლია ამ პროცესში მნიშვნელოვან პროგრესზე ვისაუბრო. კვების საკითხთან ერთად, დღეს ჯანდაცვის მომსახურების საკითხი განვიხილეთ. კერძოდ, მაღაროელთა მკურნალობის პროცესისთვის მზადაა საჩხერის საავადმყოფო, რომელიც თანამდროვე სტანდარტების აპარატურითაა აღჭურვილი და დასაქმებულებს მოემსახურება. ჯანდაცვის მიმართულება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ.
(NS)
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)