|
2019-06-10 15:30:55, 1463 ნახვა
რეგიონი
სამტრედიაში ფერმერებს ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურების პერსპექტიული ჯიშები გააცნეს
სამტრედიაში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სადემონსტრაციო ნაკვეთზე, ადგილობრივ ფერმერებს დასავლეთ საქართველოსთვის პერსპექტიული მრავალწლოვანი, ერთწლოვანი და მარცვლეული კულტურები, მათი მოვლა-მოყვანისა და დაცვის ღონისძიებები ცენტრის სპეციალისტებმა გააცნეს. „ჩვენი მიზანია ადგილობრივი გენოფონდის მოძიება და შენარჩუნება. უცხოური, თუნდაც ძალიან კარგი ჯიში, ისე ვერ შეეგუება ადგილობრივ ეკოსისტემას, როგორც ადგილობრივი ჯიშები. ჩვენს სადემონსტრაციო ნაკვეთზე ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ დაათვალიერონ ადგილობრივი მრავალწლოვანი და ერთწლოვანი კულტურები, მიიღონ მათ მოვლა-მოყვანაზე სრული ინფორმაცია და შემდეგ მიიღონ მათი გაშენების შესახებ გადაწყვეტილება“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნოდარ ხატიაშვილმა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ჭვავის ჯიშს „დუკატო“ დაეთმო, რომელზეც მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნაა. საქართველოში ამ კულტურის მოყვანას დიდი პერსპექტივა აქვს და მომგებიანია. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ჭვავის ჯიშს „დუკატო“ უკვე სამი წელია დასავლეთ საქართველოს ნიადაგურ-კლიმატურ პირობებში ცდის, სადაც ჯიშმა საუკეთესო შედეგები აჩვენა. „დუკატო“ დაავადებების მიმართ გამძლე და ჩაწოლისადმი მედეგი ჯიშია, მისი საშუალო მოსავლიანობა 1 ჰექტაზრე 2,8 ტონაა. ის საუკთესო წინამორბედია სიმინდის, სოიოს და სხვა ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურებისთვის.
(NS)
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)