15:22 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-01 10:53:13, 568 ნახვა

საზოგადოება
თბილისის ბაგა-ბაღებში ბავშვების რეგისტრაცია იწყება

2015-2016 სასწავლო-სააღმზრდელო წლის რეგისტრაციის პროცესი თბილისის  საჯარო ბაგა-ბაღებში 1 ივლისს 13.00 საათზე დაიწყება.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, პირველ ეტაპზე დარეგისტრირდებიან სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები ბავშვები, რომელთა სარეიტინგო ქულაც 100 000–ზე ქვემოთაა. ასევე, „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ ფილიალის, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები და იმ ოჯახების ბავშვები, რომელთა შვილი (შვილები) სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით. 

გარდა ამისა, პირველ ეტაპზე, ასევე, რეგისტრაციას გაივლიან სტიქიით დაზარალებული ოჯახების ბავშვები, რომელთაც რეგისტრაციის პროცესში „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ თანამშრომლები დაეხმარებიან.

რეგისტრაციის მეორე ეტაპი 8 ივლისს 13:00 საათზე დაიწყება. შესაბამისად, იმ ოჯახების ბავშვები, რომლებიც არ შედიან პირველი ეტაპზე დასარეგისტრირებელთა კატეგორიაში, დარეგისტრირებას 8 ივლისიდან შეძლებენ. 

მერიის ინფორმაციით, დამატებითი ადგილების შესაქმნელად, 2014 წლის სექტემბრდიდან დღემდე, ბაგა-ბაღების გამოუყენებელ ოთახებში ახალი ჯგუფების  გახსნით,  დამატებით 3500-ზე მეტი  ბავშვის მიღება მოხერხდა. თუ 2014 წლის სექტემბრამდე ბაგა-ბაღებში რეგისტრირებული ბავშვების რაოდენობა 49500-მდე იყო, წელს 53500-ზე მეტია. ახალი ჯგუფების გარემონტება გაგრძელდება ზაფხულშიც. მიუხედავად იმისა, რომ სასკოლო მზაობის პროგრამის გასავლელად საბავშვო ბაღის 4750-მდე აღსაზრდელი ბაღებში რჩება, ახალ სასწავლო-სააღმზრდელო წელსაც, ისევე, როგორც გასულ წელს, 10 000-მდე ბავშვის მიღება მოხდება. ეს შედეგი  ბოლო თვეების  განმავლობაში ჯგუფების დამატების ხარჯზე იქნა მიღწეული. 

ასევე, დაწყებულია 4 ახალი ბაგა-ბაღის მშენებლობა. აქედან, მოსკოვის გამზირზე, 500 ბავშვზე გათვლილი მშენებარე #128-ე საბავშვო ბაგა-ბაღი სექტემბრის თვიდან შევა ექსპლუატაციაში. ახალი სააღმზრდელო წლიდან ფუნქციონირებას დაიწყებს  ჩუღურეთში, კიევის ქ. N2-ში, წინა წლებში დახურული #132-ე ბაგა-ბაღიც. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ავარიული #56-ე ბაგა-ბაღის აღდგენითი სამუშაოებიც, რომელიც სექტემბრიდან შევა ექსპლუატაციაში.  

გასულ წლებში ბაგა-ბაღებში ბავშვების რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარვეზების  აღმოსაფხვრელად, თბილისის მერიის ტექნიკური ჯგუფის მიერ მოხდა სარეგისტრაციო პროგრამის შემოწმება, რათა ხარვეზები მინიმუმამდე შემცირდეს.

რეგისტრაცია შესაძლებელია მშობლის მიერ შერჩეულ მხოლოდ ერთ საჯარო ბაგა-ბაღში ელექტრონულ მისამართზე www.kids.org.ge





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
ცოტნე ივანიშვილი - არსებობს ყალბი სტერეოტიპი, თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა ქართული ოცნების მიმართ რადიკალურად ცუდად არის განწყობილი
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 27-28 მაისამდე ქუჩების ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics