|
2015-07-01 10:53:20, 961 ნახვა
ეკონომიკა
დღეიდან თამბაქოს ნაწარმზე ე.წ. ადვალური გადასახადი ამოქმედდა
დღეიდან თამბაქოს ნაწარმზე ახალი სახეობის ე.წ. ადვალური გადასახადი შედის ძალაში. "საგადასახადო კოდექსში" შეტანილი ცვლილება 2015 წლის 1 ივლისიდან თამბაქოს ნაწარმზე (ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე) დამატებით აქციზის დაწესებას ითვალისწინებს - საცალო სარეალიზაციო ფასის 5 პროცენტის ოდენობით. საუბარია ე.წ. ადვალურ, ანუ გადასახადის იმ სახეობაზე, რომელიც ამ შემთხვევაში ერთ კოლოფ სიგარეტზე 5%-ის დარიცხვას გულისხმობს. „აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნისათვის საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასი დგინდება ამ საქონლის მწარმოებლის/იმპორტიორის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საცალო სარეალიზაციო ფასებისა და საგადასახადო ორგანოში არსებული სხვა ინფორმაციის საფუძველზე არაუგვიანეს ყოველი წლის 1 დეკემბრისა და გამოიყენება მომდევნო წლის 1 იანვრიდან ერთი წლის განმავლობაში“, - აღნიშნულია საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესულ ცვლილებებში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)