14:27 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-30 16:32:29, 506 ნახვა

საზოგადოება
სოზარ სუბარი: დევნილების 90,5% აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საქართველოსთან ინტეგრირებულად სურს დაბრუნება

„დევნილების 90,5% სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში   იმ შემთხვევაში სურს  დაბრუნება, თუ ამ ორი კუთხის საქართველოსთან სრულად ინტეგრირება მოხდება“,-ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა  გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის დაკვეთით ჩატარებული კვლევის პრეზენტაციამდე ჟურნალისტებს განუცხადა. 
სუბარის თქმით, გაეროს ლტოლვილთა კომისარიატის მიერ ჩატარებული კვლევა დევნილთა სამინისტროს პრიორიტეტების დასახვაში დაეხმარება. 
„გაეროს უმაღლესმა ლტოლვილთა კომისარიატმა, სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა ჩაატარა, რომელიც დაგვეხმარება იმისათვის, რომ შემდგომი პრიორიტეტები დავსახოთ, თუ რა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ. კონკრეტულად, რამდენიმე ციფრზე გავამახვილბ ყურადღებას. დევნილების  აბსოლუტურ   უმრავლესობას ნებაყოფლობით სურს დაბრუნება. 
დევნილების  90,5 %  სურს სამხრეთ ოსეთსა და ოფხაზეთში უკან დაბრუნება იმ შემთხვევაში სურს , თუ ეს ორი კუთხე სრულად იქნება საქართველოსთან ინტეგრირებული. 2, 5% ბოლომდე არა აქვს გარკვეული თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს და მხოლოდ 6 % ამბობს, მათ დაბრუნება არ სურთ.   ეს არის ის 6%, რომელიც ჩავთვალოთ, რომ   თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში კარგად მოეწყო. ის კითხვა შეიძლება იყოს მრავალჯერ დასმული და მითი, რომ ახალი თაობა წამოვიდა და მათ არ სურთ აფხაზეთში დაბრუნება , ამ კვლევით არის გაქარწყლებული“,-განაცხადა სოზარ სუბარმა. 
ამასთან,  სოზარ სუბარმა   ქალებსა და მამაკაცებში ინტეგრაციის მაჩვენებელზე  ისაუბრა და აღნიშნა, რომ  ქალების ინტეგრაციის მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე მამაკაცების. 
„მეორე მნიშვნელოვანი შედეგი, რითაც ეს კვლევა განსხვავდება წინა წლებში ჩატარებული კვლევისგან. დევნილთა 57% ამბობს, რომ ისინი ინტეგრირებული არინ იმ საზოგადოებასთან, სადაც ცხოვრობენ, მცირედი სხვაობაა ქალებსა და კაცებს შორის, ქალების 60% არის ინტეგრირებული,  კაცები 54%, ანუ  ქალებმა უფრო მეტად მოახერხეს რეინტეგრირება.   დაახლოებით 57-58 % ამბობს, რომ მათ სურთ იცხოვრონ, იმ ადგილას სადაც ისინი ამ ეტაპზე ცხოვრობენ. ეს ციფრი თან ხვდება ინტეგრაციის პროცესს ეს ციფრი ეთანხმება ინტეგრაციის მაჩვენებელს და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად სწორია ის პოლიტიკა, რაც გვაქვს წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით. ჩვენ ვცდილობთ, ადამიანებს იქ დავუკანონოთ სახლი, სადაც ისინი ცხოვრობენ და არა იქ, სადაც ხელისუფლება გადაწყვეტს. ამის კლასიკურ მაგალითად ჩვენ ყოველთვის გვახსენდება ფოცხო-ეწერი“,-განაცხადა სოზარ სუბარმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics