|
2019-05-28 18:22:58, 1310 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი: ჩვენთვის ზელენსკისთან ურთიერთობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი ნაბიჯების შეფასება
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნებას აფასებს. ვოლსკი აღნიშნავს, რომ ეს ფაქტი სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნებასთან კავშირში არ არის. "მე მგონია, რომ ამ ნაბიჯს საქართველოს მოქალაქეობასთან კავშირი არ აქვს. საქართველოს მოქალაქეობა მისთვის არავის არ ჩამოურთმევია, მან თვითონ თქვა უარი უკრაინის მოქალაქეობის სანაცვლოდ და იმ თანამდებობის სანაცვლოდ, რომელიც შესთავაზეს. თუმცა, დიდხანს არ ფაძლო მისმა კონსტრუქციულობამ, ვინაიდან ლიდერობა, მე მგონი, უსაფუძვლოდ, მის ფსიქოტიპში ზის. რამდენად ძვირი დაუჯდება თუ არ დაუჯდება ძვირი, ვერ ვიტყვი - უკრაინა ჩვენი მოკავშირე ქვეყანაა და ზელენსკისთან, მის ადმინისტრაციასთან, პარლამენტთან ურთიერთობა გაცილებით პრიორიტეტულია, ვიდრე მისი გადაწყვეტილებების შეფასება", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)