|
2019-05-11 14:18:36, 2017 ნახვა
კომენტარი
პრემიერი კახეთის სტიქიაზე - შექმნილია სპეციალური შტაბი და ვფიქრობ, თავს გავართმევთ
„გაზაფხულის პერიოდს სტიქია ახასიათებს, ამიტომ ჩვენი სამსახურები მობილიზებულები იყვნენ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს კახეთის სტიქიაზე საუბრისას განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ადგილზე სპეციალური შტაბია შექმნილი და ვითარება კონტროლს ექვემდებარება. „სტიქიას რაც შეეხება, მოგეხსენებათ, ზოგადად გაზაფხულის პერიოდს ეს ახასიათებს. აქედან გამომდინარე, ჩვენი სამსახურები იყვნენ მობილიზებულები. შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი და შტაბი. მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ვფიქრობ, ჩვენ ამას გავართმევთ თავს“, – განაცხადა პრემიერმა. ცნობისთვის, კახეთში, უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება და მიმდებარე ტერიტორიების დატბორვა გამოიწვია. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები კახეთში, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)