|
2019-05-08 13:07:51, 1226 ნახვა
რეგიონი
ქვემო სილეზიის დელაგაციია აჭარას სტუმრობს
აჭარას პოლონეთიდან ქვემო სილეზიის დელეგაცია სტუმრობს. დღეს, დელეგაციის წევრებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში უმასპინძლეს. შეხვედრაზე პოლონელ სტუმრებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებმა რეგიონის ტურისტული პოტენციალი და შესაძლებლობები გააცნეს. მხარეებმა ტურიზმის მიმართულებით ქვემო სილეზია-აჭარის ურთიერთანამშრომლობაზე ისაუბრეს და პოლონეთში აჭარის პოპულარიზაციას გაუსვეს ხაზი. პოლონეთი აჭარისთვის ერთ-ერთი საინტერესო ტურისტული ბაზარია, სადაც რეგიონის რეკლამირება წლებია ხორციელდება. მზარდია რეგიონში პოლონეთიდან საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა, რაც გასულ წელს 11,5%-იან მატებას ითვალისწინებდა. 4 ივნისიდან 2 ოქტომბრამდე, ბათუმის მიმართულებით ჩარტერულ ფრენებს იწყებს პოლონური ავიაკომპანია „Enter Air“. ქვემო სილეზიასთან თანამშრომლობის კუთხით, დეპარტამენტი ყოველწილურად მონაწილეობას ღებულობს ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში. 10 მაისს, კი ქვემო სილეზიის სტენდი "EXPO BATUMI TRAVEL“-ზე იქნება წარმოდგენილი. დელეგაციაში ქვემო სილეზიის მარშალის მოადგილე, კულტურის, მეცნიერებისა და განათლების კომიტეტის ვიცე-მარშალი და ქვემო სილეზიის მთავრობის წევრები იმყოფებიან. ისინი რეგიონში 11 მაისამდე დარჩებიან, დაათვალიერებენ რეგიონის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს და დაესწრებიან "EXPO BATUMI TRAVEL / EXPO MED BATUMI 2019"-ს გამოფენას. ასევე, შეხვედრებს გამართავენ აჭარის უმაღლესი საბჭოს, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მენეჯმენტთან.
(NS)
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)