|
2019-05-07 10:45:03, 1195 ნახვა
რეგიონი
შუახევში სახალხო დღესასწაული „მარეთობა“ გაიმართა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, შუახევის მერთან ფრიდონ ფუტკარაძესთან ერთად გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული მოსახლეობას ოლადაურის, გამონათლევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან მიულოცა და სახალხო დღესასწაულ ,,მარეთობა“-ს დაესწრო. ღონისძიება საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნის პატივსაცემად მემორიალის გახსნით დაიწყო. გმირთა უკვდავსაყოფად მემორიალი ყვავილებითა და გვირგვინით შეამკეს მთავრობის წევრებმა. სახალხო დღესასწაული ადგილობრივებს და დამსწრე საზოგადოებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერმა მერაბ კარანაძემ, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა ანზორ ბოლქვაძემ და ხვიჩა შარაშიძემ, საზოგადოება მარეთის თავმჯდომარე აკაკი მახარაძემ მიულოცეს.
სახალხო ზეიმზე კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებთან ერთად, გაიმართა ტურნირი ქართულ ჭიდაობაში, მოეწყო მარეთის ხეობისათვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული ნიმუშების, ტრადიციული კერძების გამოფენა, წარმოდგენილი იყო ფოლკლორი. სახალხო ზეიმის განუყრელი ნაწილია ,, საპატიო მარეთელი“-ს დაჯილდოება. წელს ,, საპატიო მარეთელი“-ს წოდება 4 მოქალაქეს მიენიჭა. დაჯილდოვდნენ ღვაწლმოსილი, წარმატებული პედაგოგები და წარჩინებული მოსწავლეებიც. ,,ერის ზვარაკი“ წოდება მიენიჭა შინდისის გმირს, კაპრალს, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენოსანს რომან ზოიძეს. სახალხო დღსასწაული ,, მარეთობა“ მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და საზოგადოება ,,მარეთი“-ს ინიციატივით გაიმართა და მიზნად ისახავდა, მარეთის ხეობისათვის დამახასიათებელი ტრადიციების შენარჩუნებას.
(NS)
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)