|
2015-06-26 18:43:13, 738 ნახვა
ეკონომიკა
მეჭიაური: ეროვნულ ბანკს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოში შიდა აუდიტის ჩატარების უფლება ექნება
ეროვნულ ბანკს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოში შიდა აუდიტის ჩატარების უფლება ექნება, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი პირველი მოსმენით იხილავს. მისი თქმით, ამ მექანიზმით უზრუნველყოფილი იქნება, რომ სააგენტო კონტროლს მიღმა არ დარჩეს. „რომ არ ყოფილიყო კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, რომ ეროვნულ ბანკს სააგენტოზე ზემოქმედების ფუნქცია აღარ რჩება, გადავწვიტეთ, ეროვნულ ბანკს ჰქონდეს მისი შიდა აუდიტის ჩატარების უფლება. ასე სააგენტო კონტროლს მიღმა არ დარჩება. თუ რაიმე დასახვეწი იქნება, მზად ვართ, მეორე მოსმენისას გავასწოროთ“, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)