|
2019-05-06 12:19:00, 2334 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილი - ზელენსკის დავეხმარები, შემიძლია რჩევები მივცე, უკრაინაში თანამდებობას არ ვეძებ
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის უკრაინაში მას შემდეგ დაბრუნდება, რაც ვლადიმერ ზელენსკი პრეზიდენტის თანამდებობას ოფიციალურად დაიკავებს. როგორც სააკაშვილმა Белсат ТВ-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, უკრაინაში დაბრუნების შემდეგ ის ახლადარჩეულ პრეზიდენტს დაპირებების შესრულებაში დაეხმარება. ამასთან. ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა დასძინა, რომ ის პოლიტიკურ თანამდებობას არ ითხოვს. „უკრაინულ პოლიტიკაში ვიქნები თუ არა, ეს უკრაინელების გადასაწყვეტია, მაგრამ უკრაინაში აუცილებლად დავბრუნდები. უკანონოდ წამართვეს უკრაინის მოქალაქეობა, ქვეყნიდან ბანდიტური მეთოდით გამაძევეს. იგივე ხდება საქართველოში, არც საქართველოში არ მიშვებენ. პუტინი ჩემით ისევ დაინტერესებულია, სულ ახლახანს მახსენა პრესკონფერეციაზე. ის ჩემს საკითხს არა მარტო თავის კაცთან იხილავს საქართველოში, არა მარტო პეტრო პოროშენკოს მოუწოდებდა უკრაინიდან ჩემს გაძევებას, არამედ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანსაც კი ეუბნებოდა, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებსაც, რომ ამ ქვეყნების ტერიტორიაზე შესვლა ამიკრძალონ. ეს უსამართლო სიტუაციაა. მთელ მსოფლიოში დავდივარ, მაგრამ არ შემიძლია ჩემს სახლში - თბილისსა და კიევში ჩასვლა. მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს. პუტინი მიჩვეულია საკუთარი მტრები გაანადგუროს. პოროშენკოს ვაღიზიანებდი, რომ მათ სისტემაში არ ჩავერთე. თავიდანვე ვთქვი, რომ ზელენსკის არჩევა პუტინისთვის ცუდი ამბავია. პუტინს ესმის კორუმპირებულების, ოლიგარქების, მაგრამ არ ესმის ზელენსკის. სანამ პოროშენკო არის პრეზიდენტი მე ვერ დავბრუნდები უკრაინაში. როცა ვლადიმერ ზელენსკი ოფიციალურად დაიწყებს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას, მას დახმარება სჭირდება და დავეხმარები იმის განხორციელებაში, რასაც ხალხს დაპირდა. შემიძლია რჩევები მისცა. უკრაინაში თანამდებობას არ ვეძებ. მინდა კიევში ჩემს მეგობრებს შორის ვიყო. გარდა ამისა, ვატყობ, რომ ახლა პოლიტიკაში ძალიან ბევრი ახალგაზრდა ჩაერთვება. საჭიროა მათი მომზადება, ლექციების ჩატარება, კონსულტირება. მე ამ საქმეს სიამოვნებით გავაკეთებ. დროა ახლები გავუშვათ სცენაზე. ასეთი ხალხი უნდა ვიპოვოთ და მოვამზადოთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)