|
2019-05-06 10:42:27, 1114 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა დაათვალიერა
აჭარის მთავრობის თავმდჯომარე თორნიკე რიჟვაძემ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან, ჯაბა ფუტკარაძესთან ერთად ბათუმის საფეხბურთო სტადიონის სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერა. თორნიკე რიჟვაძის თქმით, ქალაქისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სპორტული ობიექტი წლის ბოლომდე დასრულდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფასადის არქიტექტურულ მემბრანაზე ლითონის კონსტრუქციის მონტაჟი და შიდა მოპირკეთების სამუშაოები. საინჟინრო კომუნიკაციის მონტაჟის 90% დასრულებულია. დასკვნით ეტაპზეა სტადიონის სახურავის გადახურვის სამუშაოები. „ბათუმის სტადიონის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია, აღნიშნული ობიექტი წელს დასრულდება. მოგეხსენებათ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ დაანგრია სტადიონი, რომელიც ჰქონდა ბათუმს. სწორედ, ჩვენი ხელისუფლების დროს მოხდა შესაბამისი ფინანსური რესურსის მობილიზება, გამოცხადდა ტენდერი და ვხედავთ, რომ დღეის მდგომარეობით, სტადიონის ძირითადი ნაწილი თითქმის დასრულებულია. მინდა მივულოცო ეს ამბავი ბათუმელებს, განსაკუთრებით ფეხბურთის გულშემატკივრებს. სკამების ფერზეც უკვე ჩამოყალიბებულნი ვართ და ისინი იქნება იმ ფერის, როგორიც ბათუმის დინამოს და მათ გულშემატკივრებს გაუხარდებათ. დარწმუნებული ვარ, ეს სტადიონი არაერთ საინტერესო საფეხბურთო და არასაფეხბურთო სპორტულ ღონისძიებას უმასპინძლებს", - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ. უახლოეს პერიოდში დაიწყება სკამების მონტაჟისთვის ტრიბუნების მომზადება, მინდვრის საფარის მოწყობის მოსამზადებელი სამუშაოები და განათება-გახმოვანების სისტემის დამონტაჟება. სტადიონის მშენებლობაზე ამ ეტაპზე 450 ადამიანია დასაქმებული. სტადიონი UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტებით შენდება და ის 20 000 მაყურებელზეა გათვლილი.
(NS)
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)