|
2019-04-23 15:13:45, 1503 ნახვა
კომენტარი
მაჭავარიანი: საბანკო რეგულაციების მთავარი მიზანია, ქვეყანაში გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა
„საბანკო რეგულაციების მთავარი მიზანია, ქვეყანაში გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა საბანკო რეგულაციების აუცილებლობაზე საუბრისას განაცხადა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ წლების მანძილზე, დაკრედიტების პროცესში ჩამოყალიბდა რამდენიმე არასწორი პრაქტიკა და გამოწვევა. ფინანსთა მინისტრმა ერთ-ერთ მთავარ პრობლემად დოლარიზაციის მაღალი დონე დაასახელა, ასევე, ისაუბრა სესხების გაცემის უპასუხისმგებლო პოლიტიკაზე, რაზეც ქვეყანას მიუთითებდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები. „შრომისუნარიანი მოსახლეობის ერთ მესამედზე მეტი, იყო შავ სიაში. ე.წ. ონლაინ სესხები გაიცემოდა, ძირითადად, სამომხმარებლო დანიშნულებით და საპროცენტო განაკვეთები ხშირად ათას პროცენტს აღწევდა. ეს არ არის მარტო სოციალური საკითხი. ეს არის მნიშვნელოვანი ეკონომიკური პრობლემა. როგორ წარმოგიდგენიათ გრძელვადიანი ეკონომიკის ზრდა, როდესაც სამუშაო ძალის უდიდესი ნაწილი განწირულია არაფორმალურ სექტორში მუშაობისთვის" , - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა. მისი განცხადებით, საბანკო სექტორის წინა წლების დაკრედიტება, ძირითადად, მოდიოდა სამომხმარებლო სესხებზე და გვერდს უვლიდა მწარმოებლურ სექტორებს. „დარწმუნებული ვარ, შემოღებული რეგულაციები, ამ მიმართულებით სურათს შეცვლის. ჩვენ ვაკვირდებით არსებულ დინამიკას და მინდა გითხრათ პოზიტიური ტენდენციებია. კიდევ ერთხელ, მინდა ხაზი გავუსვა, რომ არსებული რეგულაციები ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკის სტრუქტურული გაჯანსაღებისთვის და ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისთვის", - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.
(NS)
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)