|
2019-04-22 17:21:08, 1260 ნახვა
რეგიონი
შუახევის მერიამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
დღეს, შუახევის მერიას, დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიასა და აიპ ,,შშმ პირთა უფლებებისთვის" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც დისტანციური სწავლების საგანმანათლებლო პროგრამაში შუახევის მუნიციპალიტეტის ჩართულობას გულისხმობს. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონიძიებები. დისტანციური სწავლება ხორციელდება დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიის მიერ საქართველოს მასშტაბით. მსმენელები გახლავთ შშმ პირები და არამხოლოდ. პროექტში ჩართულია ადგილობრივი ექსპერტები - პრეზიდენტის მრჩეველი შშმ პირთა საკითხებში სიმონ პეტრიდისი, არასამთავრობო ორგანიზაცია შშმ პირთა უფლებებისთვის დამფუძნებელი, დავით აღმაშენებლის აკადემიის საპატიო პროფესორი თამაზ მჟავანაძე, აგრეთვე ჩართულია საერთაშორისო დონეზე აღიარებული პროფესორები მარეკ სამპერმანსი- ბელგიის სამეფო კარის იურისტი, ლიუვენის უნივერსიტეტის პროფესორი. ჯეფრი სილვერმანი კენტუკის უნივერსიტეტის მაგისტრი ექსპერტი დისტანციურ საკითხებში. პროექტი ამ ეტაპზე საპილოტეა. აკადემია ახორციელებს როგორც ზოგად კურსებს რომლის მოსმენა ნებისმიერ პირს შეუძლია, ასევე სხვა პროგრამებს მომზადება გადამზადების კუთხით. დისტანციური სწავლება უფასოა.
(NS)
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)