|
2019-04-18 19:16:26, 1666 ნახვა
რეგიონი
ბათუმში ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღე აღინიშნა
18 აპრილი ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, გამოფენა და სამეცნიერო სემინარი გაიმართა, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ესწრებოდა. თორნიკე რიჟვაძემ კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „კულტურული მემკვიდრეობის დღე საერთაშორისო მასშტაბით აღინიშნება. ჩვენს ქალაქს და რეგიონს ძალიან ძვირფასი საგანძური აქვს, რომელიც საჭიროებს გაფრთხილებას. მინდა გითხრათ, რომ ვგეგმავთ ბევრ სიახლეს, რომელიც ახალ სიცოცხლეს შესძენს იმ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, რომელიც ქალაქში გვაქვს. მაქსიმალურად ვმუშაობთ, რომ განხორციელდეს დონაციები, იყვნენ ჩართული საერთაშორისო ექსპერტები და ამ ქალაქმა არ დაკარგოს კულტურული მემკვიდრეობის ის ღერძი, ის სული, რომელიც ჩვენს თვითმყოფადობას, ჩვენს ისტორიას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. წელსვე მოვახდენთ დაახლოებით ათამდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რესტავრაციას"- განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ. ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღეა 1983 წელს იუნესკოსა და იკომოსის გადაწყვეტილებით დაწესდა და მას მთელ მსოფლიოში 1984 წლიდან აღნიშნავენ. ამ დღესთან დაკავშირებით აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით საგანმანათლებლო კვირეული ჩატარდება. კვირეულის ფარგლებში დღეს გამოიფინა აფხაზეთის კულტურული ძეგლების თემატიკაზე შექმნილ ფერწერული ნამუშევრები. სტუმრებს შეეძლოთ დაეთვალიერებინათ ბათუმელი მხატვრების მიერ ამ დღისთვის შექმნილი აჭარაში არსებული ძეგლების ფერწერული ტილოები. სპეციალურად მოწყობილ ეთნო კუთხეში ტრადიციული აჭარული კერძი ,,ბორანო'' მომზადდა. მოგეხსენებათ, აღნიშნული კერძის მომზადების წესსა და ტრადიციას მიმდინარე წელს, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ღონისძიებას აჭარის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)