04:53 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-25 12:14:23, 506 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილმა ჰენრი კერალს „ოქროს საწმისის“ ორდენი გადასცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან სამხრეთ კავკასიაში ჰენრი კერალთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა ჰენრი კერალს საქართველოსთვის გაწეული სამსახურისა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის „ოქროს საწმისის“ ორდენი გადასცა.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ  ჰენრი  კერალის უშუალო ჩართულობით,  მსოფლიო ბანკმა ქვეყნის განვითარების, ეკონომიკის პროდუქტიულობის ზრდის და  მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლების კუთხით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა და დღემდე ახორციელებს. მათ შორის არის–  საგზაო ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, რეგიონული განვითარების და სოფლის მეურნეობის  მხარდაჭერის კუთხით მიმდინარე პროექტები.

პრემიერ–მინისტრის განცხადებით, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს  ქვეყნის ერთ-ერთი საკვანძო ინფრასტრუქტურული პროექტის  - აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა/რეაბილიტაცია, რომლის ძირითადი მიზანია დააკავშიროს ქვეყნის დედაქალაქი და აღმოსავლეთ საქართველოს სხვა რეგიონები დასავლეთ საქართველოში მდებარე საპორტო, რეკრეაციულ და ტურისტულ ცენტრებთან.

ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ჰენრი კერალს გაწეული საქმიანობისთვის და მას საქართველოს მეგობარი უწოდა.

შეხვედრას ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics