|
2019-04-16 18:03:32, 1534 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე პრაღაში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო და პანელ-დისკუსიაზე „სავაჭრო და ეკონომიკური დაახლოება ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის" სიტყვით გამოვიდა. თორნიკე რიჟვაძემ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა ეკონომიკურ რეფორმებსა და აჭარის ეკონომიკური განვითარების ძირითად პრიორიტეტებზე, რომელ სფეროებშიც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წილი ყოველწლიურად იზრდება. „სწორედ ეკონომიკური რეფორმების შედეგია ის, რომ საქართველომ ისეთ საერთაშორისო რეიტინგებში, როგორიცაა Doing Business Ease, Index of Economic Freedom და Titch Ratings, შთამბეჭდავი ადგილი დაიკავა. ჩვენ ვამაყობთ, რომ ბათუმი, აჭარა შავი ზღვის ქვეყნებში გამორჩეული საინვესტიციო ცენტრი გახდა. ჩეხეთი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი ინვესტორია, ისევე როგორც ნორვეგია, ინდოეთი და თურქეთი. განსაკუთრებით გამოვყოფდი ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ქართულ-ჩეხურ-სლოვაკურ ერთობლივ საინვესტიციო პროექტს - Green Resorts ქობულეთში, რომელსაც ახლახანს ჩაეყარა საფუძველი", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ თავის გამოსვლაში. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე, რომელიც ქართულ კომპანიებს სთავაზობს ევროპის ბაზრებზე ხელმისაწვდომობას. ასევე, ტურიზმის სექტორის განვითარებაზე, პერსპექტივებსა და აჭარის რეგიონის პოტენციალზე. აღმოსავლეთ პარტნიორობა 2009 წლის 7 მაისს ევროკავშირის სამიტზე შეიქმნა, რომელიც ევროპის კომისიის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების და 6 აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნის: სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსის, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ერთობლივი ინიციატივაა. მისი მიზანია ევროკავშირის პოლიტიკასთან ინტეგრაცია და დაახლოება, ენერგოუსაფრთხოების გაუმჯობესება, დემოკრატიისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა, ხალხთაშორისი კონტაქტები. აღმოსავლეთ პარტნიორობა ასევე ფოკუსირებას ახდენს ვიზა ლიბერალიზაციისა და ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების შესრულებაზე. პრაღაში გამართულ კონფერენციას ესწრებოდნენ ევროკავშირის და ჩეხეთის რესპუბლიკის მაღალი თანამდებობის პირები, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების, ბიზნესის და საბანკო სექტორის წარმომადგენლები. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე პრაღაში ყოფნისას შეხვედრებს გამართავს ჩეხეთის ტურ-ოპერატორებსა და სამოგზაურო სააგენტოების ასოციაციის (ACCKA) აღმასრულებელ დირექტორთან ქ-ნ ტერეზა პიჩკოვასთან და შეხვედრა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) დირექტორთან პაველ ფრელიხთან.
(NS)
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)