|
2015-06-24 11:59:37, 398 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი: მოქალაქეთა ხარჯები სამედიცინო მომსახურებაზე 1 წელიწადში 20%-ით შემცირდა
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეთა პირადი დანახარჯები სამედიცინო მომსახურებაზე 1 წელიწადში თითქმის 20%-ით შემცირდა. როგორც ღარიბაშვილმა საქართველოში ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობისა და დანახარჯების კვლევა 2014-ის პრეზენტაციაზე განაცხადა, 2010 წელთან შედარებით 2014 წელს ავადმყოფობის გამო მოსახლეობა სულ უფრო ხშრად აკითხავს ჯანდაცვის დაწესებულებებს. „შემცირებულია მკურნალობის ხარჯები. განახევრდა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც უარს ამბობდნენ სამედიცინო მომსახურებაზე თანხების უქონლობის გამო, რაც იყო ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. ათასობით ადამიანი საავადმყოფოში ვერ მიდიოდა. ხშირ შემთხვევაში მათ უწევდათ საკუთრი სახლის , ავტომობილის გაყიდვა, იმის გამო, რომ ელემენტარული მკურნალობა მიეღო, ან ოპერაცია გაეკეთებინა. სწორედ, ჩვენი ვალდებულებაა, სახელმწიფომ იზრუნოს საკუთარ მოქალაქეებზე და ჩვენ გვიხარია, რომ ეს მოვახერხეთ. ასევე გაიზარდა სერვისებზე ხელმისაწვდომობა და განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჩვენი მიღწევები რეგიონებსა და სოფლებში, სადაც ძალიან რთული ვითარება იყო-ჯერ კიდევ არის ღთული ვითრება, თუმცა ჩვენ ამას ეტაპობრივად ვაგვარებთ. ჩვენ დღეს უმთავრესი შევძელით, რომ ჩვენს ხალხს გვერდში უდგას სახელმწიფო. მის ჯანმრთელობაზე ზრუნავს სახელმწიფო“, - აღნიშნა პრემიერმა. ამასთან, მისივე თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, მსოფლიო ბანკის და აშშ-ს საერთაშორისო განვითრების სააგენტოს მიერ ჩატარებული ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობისა და დანახარჯების კვლევაში საქართველოს მთვრობის მიერ ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმა აისახა, რაც პრემიერის განცხადებით, საქართველოს მთავრობისთვის ძალიან დიდი სტიმულია.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)