|
2019-04-06 17:17:51, 1761 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: ესაა მკაფიო დასტური იმისა, რომ საქართველო სპორტული ღონისძიებების ჩატარებისთვის უსაფრთხო ქვეყანაა
ბათუმი ძალოსანთა 50-ე საიუბილეო ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. საზეიმო გახსნის ცერემონიას დღეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვ რომ ბათუმისთვის, როგორც ევროპის სპორტული ქალაქისთვის, ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა სიმბოლურია და ზრდის რეგიონის და ქვეყნის ცნობადობას საერთაშორისო ასპარეზზე - ,,ესაა მკაფიო დასტური იმისა, რომ საქართველო არის სპორტული ღონისძიებების ჩატარებისთვის მიმზიდველი, უსაფრთხო ქვეყანა, რომელსაც შეუძლია, ასეთი კლასის სპორტულ მოვლენებს შესაბამისი მაღალი სტანდარტით შეხვდეს„ . ჩემპიონატში მონაწილეობას 42 ქვეყნის 400-მდე ძალოსანი მიიღებს, სულ გათამაშდება 180 სინჯის მედალი. გარდა ევროპის ჩემპიონის ტიტულისა, ძალოსნები ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულებისთვისაც იბრძოლებენ, რაც ჩემპიონატს ორმაგ მნიშვნელობას ანიჭებს. აღსანიშნავია, რომ პირველობაზე ქართველი და უცხოელი 100-მდე ჟურნალისტია აკრედიტირებული და ჩემპიონატის პირდაპირი ტელეტრანსლაციას Eurosport-ი 40 საათის განმავლობაში 60-მდე ქვეყანაში განახორციელებს. ჩემპიონატი ბათუმში 13 აპრილამდე გაგრძელდება. ის ახალ აშენებულ სპორტის სასახლეში გაიმართება. ჩემპიონატის ფარგლებში ქალაქი 1000-მდე სტუმარს ელოდება.
(NS)
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)