19:22 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-25 15:25:24, 1377 ნახვა

რეგიონი
შუახევის მერი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებს შეხვდა

შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ  დაბის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მერმა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებს ინფორმაცია  მიაწოდა როგორც მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ისე კონკრეტულად მათ უბნებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.

შეხვედრა, დისკუსიის ფორმატში წარიმართა. მხარეებმა საცხოვრებელ სახლებში არსებული პრობლემები, სამომავლო გეგმები და განსახორციელებელი პროექტები განიხილეს.

შუახევის მერის განცხადებით, მსგავსი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია თვითმმართველობის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის ჩართულობის თვალსაზრისით, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ბიუჯეტის ეფექტურ დაგეგმვასა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრას.

 მსგავსი ფორმატის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება Super-ის მაღაზიებში
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics