|
2019-03-25 13:34:13, 1466 ნახვა
რეგიონი
„ოცნების“ მარნეულის მერობის კანდიდატი ზაურ დარგალი იქნება
„ქართული ოცნების“ მარნეულის მერობის კანდიდატი,ეთნიკურად აზერბაიჯანელი, ზაურ დარგალი იქნება, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური მდივნმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ზაურ დარგალი დიდი ხანია აქტიურად არის ჩართული „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის საქმიანობაში. „მარნეულში მე მინდა წარმოგიდგინოთ ბატონი ზაურ დარგალის კანდიდატურა. ბატონი ზაური არის გამორჩეული ახალგაზრდა. იგი არის დიდი ხანია აქტიურად არის ჩართული ჩვენი პოლიტიკური გუნდის საქმიანობაში. მას დღემდე უკავია ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილის თანამდებობა. ზაურს აქვს ქვემო ქართლში წარმატებული მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება, ის არის ნათელი სახე, ეთნიკურად აზერბაიჯანელი, ჩვენი სამშობლოს საამაყო შვილი. გვჯერა, მარნეულის მუნიციპალიტეტის საქმიანობას ის ასეთივე წარმატებით გაუძღვება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)