|
2019-03-22 17:16:39, 1576 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე: შალვა შავგულიძე დღეს სანდრო გირგვლიანის მკვლელების გვერდით დგას
„ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც რაღაცეებზე გვედავებიან, არ აქვთ არანაირი პრინციპები და ეს არის ამის ძალიან ნათელი დამადასტურებელი მოვლენა",- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე „ევროპული საქართველოსა" და „თავისუფალი დემოკრატების" საარჩევნო ბლოკში გაერთიანებას. ირაკლი კობახიძის თქმით, „თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელი შალვა შავგულიძე, რომელიც პარლამენტის შუალედურ არჩევნებში საარჩევნო ბლოკის კანდიდატი იქნება, დღეს სანდრო გირგვლიანის მკვლელების გვერდით დგას. „გახსოვთ, რომ როდესაც საუბარი იყო სასამართლოზე, კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე - საუბარი იყო ჩინჩალაძეზე, მურუსიძეზე და ა.შ. ამ საკითხთან დაკავშირებით შალვა შავგულიძე გამოდიოდა ამ საკითხთან დაკავშირებით და თავის პრინციპულ პოზიციას აფიქსირებდა. დღეს ეს ადამიანი გირგვლიანის მკვლელების გვერდით დგას. ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც რაღაცეებზე გვედავებიან, არ აქვთ არანაირი პრინციპები და ეს არის ამის ძალიან ნათელი დამადასტურებელი მოვლენა",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)