21:33 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-22 16:04:08, 1925 ნახვა

კომენტარი
გიორგი გახარია: შს სამინისტრო პრინციპულად აკონტროლებს ყველაფერს, რაც ხდება ჩვენს ქუჩებში

საქართველოს პოლიცია და შინაგან საქმეთა სამინისტრო პრინციპულად აკონტროლებს ყველაფერს, რაც ხდება როგორც ჩვენს ქუჩებში, ასევე დანაშაულის მიმართულებით, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. 

გახარიას თქმით, სტატისტიკური მონაცემები მძიმე დანაშაულის ნაწილში არის პოზიტიური. 

"კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ სტატისტიკური მონაცემები მძიმე დანაშაულის ნაწილში არის პოზიტიური, მე ერთმნიშვნელოვნად ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ დღეს საქართველოს პოლიცია და შინაგან საქმეთა სამინისტრო პრინციპულად აკონტროლებს ყველაფერს, რაც ხდება როგორც ჩვენს ქუჩებში, ასევე დანაშაულის მიმართულებით, თუმცა, ასევე, აღიარებს, რომ ისეთი დანაშაულების ნაწილში, როგორიცაა ქურდობა, ოჯახში ძალადობა, მუქარა და კიდევ ბევრი, ჩვენ გვაქვს გარკვეული ზრდა და აქ ჩვენ საზოგადოებასთან ერთად, რამეთუ ყველას კარგად ხომ გვესმის, რომ დანაშაულთან ბრძოლა არ არის მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვალეობა. მართლმსაჯულების ერთიანი სისტემა ეს არის პრინციპული მნიშვნელობის მქონე ინსტიტუცია სახელმწიფოში, რომელმაც ერთობლივად უნდა მოაგვაროს ეს პრობლემა. მე ვგულისხმობ შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურას, სასამართლო სისტემას, სასჯელაღსრულებას და ა.შ. ასევე, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს აქვს სრული საფუძველი იყოს წყნარად, მშვიდად, რამეთუ შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს პოლიცია უზრუნველყოფს მართლწესრიგს ამ ქვეყანაში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics