|
2015-06-22 12:22:50, 397 ნახვა
საზოგადოება
საერთაშორისო კონფერენცია „ხარისხის თანავარსკვლავედი - 2015“ გაიხსნა
საერთაშორისო კონფერენცია „ხარისხის თანავარსკვლავედი - 2015“ გაიხსნა. კონფერენციის გახსნას აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე ესწრებოდნენ. მათ მონაწილეებს სიტყვით მიმართეს. „მოხარული ვარ რომ წელს ეს მნიშვნელოვანი ღონისძიება აჭარაში ტარდება. ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ეს არის საქმიანი სრულყოფილებისა და ხარისხის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პროექტი, რომელიც აქამდე ტრადიციულად ყირიმის ოლქში, ქ. სუდაკში ტარდებოდა. ღონისძიების მნიშვნელობაზე მეტყველებს ისიც, რომ პროექტის მხარდამჭერები არიან ევროპის ხარისხის ორგანიზაცია (EOQ) და ხარისხის მენეჯმენტის ევროპული ფონდი (EFQM). აღსანიშნავია ასევე, რომ ღონისძიებებში ტრადიციულად მონაწილეობენ ცენტრალური დააღმოსავლეთ ევროპის 10- 12 ქვეყნის წამყვანი ორგანიზაციებისა და საწარმოების წარმომადგენლები“, - განაცხადა ნუგზარ სურმანიძემ სიტყვით გამოსვლისა. საერთაშორისო პროექტი "ხარისხის თანავარსკვლავედი" უკრაინის ხარისხის ასოციაცია (UAQ) ხარისხის პროფესიონალთა საერთაშორისო გილდიის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ხარისხის ლიდერთა კლუბსა და რუსეთის ხარისხის ორგანიზაციის მიერ 15 წელია ხორციელდება. კონფერენციაში მონაწილეობენ უკრაინის, აზერბაიჯანის, რუსეთის, ყაზახეთის და სხვა ქვეყნების სახელმწიფო სტანდარტებისა და ხარისხის ორგანიზაციების წარმომადგენლები. პროექტის ფარგლებში განიხილება შემდეგი თემები: მენეჯმენტის სისტემის სტანდარტების განვითარება, მათ შორის ISO 9001:2015 სტანდარტის ახალი ვერსია. ორგანიზაციების სრულყოფილება EFQM სრულყოფილების ფუნდამენტალური კონცეპციისა და EFQM სრულყოფილების მოდელის საფუძველზე; კაიძენ მუდმივი სრულყოფილების მეთოდოლოგია; ზოგადი პრინციპებიდან კონკრეტულ ინსტრუმენტებმადე; ეფექტური ლიდერობა და ბიზნესის ფსიქოლოგიური ასპექტები; კომპანიების საწარმოო სისტემების განვითარება და ტრანსფორმაცია სათუთი წარმოების მეთოდების საფუძველზე, 20 გასაღები და სხვა; ეფექტური მიდგომები ორგანიზაციის სტრატეგიის განსაზღვრისა და რეალიზაციისადმი; ორგანიზაციის მენეჯმენტში არსებული რისკების მართვა, მათ შორის სტანდარტის ISO 31000 საფუძველზე; პერსონალის მართვა, მიმართული თანამშრომელთა უნარების გამოვლენასა და გამოყენებაზე; პარტნიორული ურთიერთობების განვითარებით ღირებულებათა ჯაჭვის შექმნა და სრულყოფა; ცოდნის მართვა და გამოყენება; მომხმარებელთა მოთხოვნების გარკვევა და ღირებულებათა შექმნა მათთვის. კონფერენციის ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპაში მოღვაწე ყველაზე წარმატებული ბიზნესის წარმომადგენლები მონაწილეებს გაუზიარებენ მათ პრაქტიკული გამოცდილებას. პროგრამა ასევე მოიცავს საქართველოში ხარისხის სფეროში წამყვანი ორგანიზაციების ლიდერების გამოსვლებს.
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
თეთრი სახლის მახლობლად სროლის ხმა გაისმა, საიდუმლო სამსახურმა კი ეჭვმიტანილი მოკლა
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი - რუსებმა ბირთვული რაკეტა გამოუშვეს, ქობინის გარეშე, ტვინმოტ...ლები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი - რუსებმა ბირთვული რაკეტა გამოუშვეს, ქობინის გარეშე, ტვინმოტ...ლები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)