|
2019-03-04 13:26:22, 1556 ნახვა
კომენტარი
მამუკა ხაზარაძე: ავთო წერეთელი იყო ადამიანი, რომელიც ხელს ნებისმიერ დროს გვიმართავდა
"ავთო წერეთელი იყო ადამიანი, რომელიც ხელს გვიმართავდა ნებისმიერ დროს, ყოველგვარი ხელშეკრულებების და წინაპირობების გარეშე", - ამის შესახებ "თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. კომიტეტის სხდომაზე მამუკა ხაზარაძემ დეპუტატებს ინფორმაცია მიაწოდა 2007-2008 წლებში განხორციელებული იმ ტრანზაქციას შესახებ, რასთან დაკავშირებითაც პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. "რას ვაკეთებთ, ჩვენ ვაწერთ ამ დოკუმენტს ხელს და გავდივართ ბაზარზე, მე და ბადრი ჯაფარიძე, რომ მოვიძიოთ სახსრები იმ გარანტიის ქვეშ, რასაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ ირლანდიის ბანკთან. ვიპოვეთ ასევე დიდი ამერიკული კომპანია „ჯეი პი მორგანი“ და „აშმორის ფონდი“. მივედით „ჯეი პი მორგანთან“ და ვუთხარით, ჩვენ გვჭირდება თანხა, რომ გავზარდოთ კაპიტალი, იმიტომ რო გაჩერებულები ვართ. მათ გვკითხეს როგორ დავაბრუნებთ ამ თანხას, წარვუდგინეთ დოკუმენტი ევროპის ყველაზე დიდი ბანკის მიერ ხელმოწერილი და მათგან ვიღებთ 60 მილიონ დოლარს პერსონალურ კრედიტს მე და ბადრი ჯაფარიძე „ჯეი პი მორგანისა“ და „აშმორის ფონდისგან“. მინდა გითხრათ, რომ „ჯეი პი მორგანი“ დღესაც ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი აქციონერია. იმისათვის, რომ 200 მილიონზე ავსულიყავით, ბუნებრივია 10-10 მილონს დებდა IFC და D.E.G, ჩვენ დაგვაკლდა 20 მილიონი. სამი მილიონი ვისესხეთ პიროვნულად ერთი ჩვენი მეგობარი ფრანგისგან, რომელიც იყო იმ დროს „ბორჯომის“ გენერალური დირექტორი, 17 წელი ჩვენთან მუშაობდა, და ორ ქართველ ბიზნესმენთან, ავთო წერეთელთან და მეორეს არ დავასახელებ, საკმაოდ ცნობილი პიროვნებაა, თხოვნით მივმართეთ, რომ სასწრაფოდ გვჭირდება 17 მილიონი. ბუნებრივია კითხვა დაისვა, რატომ გვჭირდება, ჩვენ კი ვუთხარით, რომ J.P. MORGAN-მა ასეთი პირობებით მოგვცა 60 მილიონი, ეს არის გარანტია გადახდის, ვხურავთ ამ გარიგებას აგვისტოს შუა რიცხვებში და გვჭირდება მოკლევადიანი სესხი თქვენგან იმისათვის, რომ ეს თანხა ჩაირიცხოს. ავთო წერეთელი არის ჩემი მეგობარი, პარტნიორი და ძალიან ვამაყობ ამ კაცთან მეგობრობით, რამეთუ არაერთხელ როცა დაგვჭირვებია, ჯერ კიდევ მაღაზიას როცა ვხსნიდით „ბატა“ იყო ეს, ბაბილონი თუ პირველი დისტრიბუციები, რითაც დავიწყეთ ბიზნესი, ავთო იყო ადამიანი, რომელიც ხელს გვიმართავდა ნებისმიერ დროს, ყოველგვარი ხელშეკრულებების და წინაპირობების გარეშე. ამ ურთიერთობას მე ძალიან ვაფასებ. ვფიქრობ, ბიზნესი საერთოდ თუ დაუბრუნდება ამ ჯენტლმენურ, ხელის ჩამორთმევის დონეზე ურთიერთობებს, ძალიან წაადგება ეს ყველაფერს. მე არაერთხელ ამიღია ავთოსგან და მისი კომპანიისგან სესხი და რა თქმა უნდა ეს სესხები არ ყოფილა არასდროს დაკავშირებული თიბისი ბანკთან. მე სატელეფონო საუბარს ვახორციელებ ავთო წერეთელთან, ვეუბნები რომ ავთო მჭირდება თანხა, მეუბნება როდის, ვუთხარი რომ დღეს მჭირდება, ვუთხარი რომ მაქვს გარანტია, შენ არ ხარ პირველი, 60 მილიონი უკვე ჩაგვერიცხა და აგვისტოში ეს ყველაფერი მთავრდება. ვიღებთ ავთოსგან 17%-იან სესხს, რომელსაც მერე ვაფორმებთ და ჩვენთვის პროცენტს არამატერიალური დატვირთვა ჰქონდა, მთავარი იყო ეს ყველაფერი შეგვეკრა და დაგვეხურა ეს გარიგება", - განაცხადა ხაზარაძემ.
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)