|
2019-02-23 14:28:50, 1274 ნახვა
კომენტარი
მშვენიერაძე ირაკლი კობახიძეზე: უკვე მივეჩვიეთ, რომ ყველა, ვინც მას არ ეთანხმება ნაცია
კოალიციის "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართმსჯულებისთვის" წარმომადგენელი გიორგი მშვენიერაძე პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს, რომელიც მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმების შეეხება, ნეგატიურად აფასებს. როგორც მშვენიერაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ეს კანონპროექტი სასამართლოში არსებულ "კლანს" აძლევს შესაძლებლობას უზენაეს სასამართლოში მათთვის სასურველი კანდიდატი წარადგინონ. "ბატონ ირაკლი კობახიძის მიერ გუშინ წარმოდგენილი კანონპროექტის სამუშაო ვერსია და მასში მხარდაჭერილი დებულებები, სასამართლოში გაბატონებულ კლანს აძლევს სრულ შესაძლებლობას, უზენაეს სასამართლოში წარადგინოს ნებისმიერი მათთვის სასურველი კანდიდატი. კოალიციამ "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" ყველაფერი ვეცადეთ ვყოფილიყავთი კონსტრუქციული და პრინციპულები და დაგვეცვა ის იდეები, რომელთა დიდი უმრავლესობას მხარს უჭერდნენ ყველა, გარდა კლანისა და ბატონი თავმჯდომარისა. როგორც გუშინ საბოლოოდ გაცხადდა, ეს ფორმატი მიზნად ისახავს ბატონი გიორგი მიქაუტაძის მიერ ლეპტოპზე დადებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიის ამობრუნების პროცედურისთვის წესების გაწერას და არა თავად ამ სიის ფორმირებისთვის ჯანსაღი პროცესის შექმნას. ამიტომაც კოალიციამ (და არა პერსონალურად გიორგი მშვენიერაძემ) აზრი ვეღარ დაინახა ამ პროცესის მონაწილედ დარჩენილიყო. რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას, მან არ უპასუხა არცერთ იმ კრიტიკულ კითხვას, რაც არსებითია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესისთვის და ყურადღების გადატანას ცდილობს სრულიად სხვა, თემასთან კავშირში არმყოფ საკითხებზე, რითაც სურვილი აქვს დისკუსიის საგანი შეცვალოს. უკვე მივეჩვიეთ, რომ ყველა, ვინც მას არ ეთანხმება არის ნაცი. მისი გერმანიაში 5-ებზე ნასწავლი კონსტიტუციური სამართლის რკინის ლოგიკით, ბოლო პერიოდში ნაციონალები ასევე აღმოჩნდნენ ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაიშვილიც", - წერს გიორგი მშვენიერაძე.
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)