23:05 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-22 17:34:30, 1389 ნახვა

კომენტარი
ძიძიგური: საკონსტიტუციო უმრავლესობა თუ არ შენარჩუნდება, ძალიანაც კარგია

„ბექა ნაცვლიშვილი პრინციპული ადამიანია და ვფიქრობ, თავისი პრინციპების დაცვას დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში გააგრძელებს“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილის „ქართული ოცნებიდან“ წასვლას.

იგი საკონსტიტუციო უმრავლესობის დაკარგვაში ცუდს ვერაფერს ხედავს.

„ბექა ნაცვლიშვილისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, რომ საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით მისი ხედვები პარლამენტს გაეზიარებინა. ის პრინციპული ადამიანია. ვფიქრობ, თავისი პრინციპების დაცვას, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი, გააგრძელებს. საკონსტიტუციო უმრავლესობა თუ არ შენარჩუნდება, ძალიანაც კარგია. კონსტიტუცია ჩვენ უკვე მივიღეთ. „კონსერვატორები“, ჩვენი ფრაქცია სულაც არ ვართ მომხრე, რომ კიდევ კონსტიტუციის შეცვლის შესაძლებლობა იყოს დატოვებული. თამაშის წესებზე უკვე შევთანხმდით და ყველა მივეჩვევით იმას, რომ ყველანი ერთიანი თამაშის წესებით ვითამაშებთ. ეს ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის კარგია“, - აღნიშნა ძიძიგურმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics