|
2019-02-19 16:41:43, 2699 ნახვა
სამხედრო
პროექტ „ჩვენი ჯარის“ მესამე ეტაპი დაიწყო
პროექტ „ჩვენი ჯარის“ მესამე ეტაპი დაიწყო. პროექტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე სამხედრო მოსამსახურეები ქალაქ თბილისის 161 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ. თავდაცვის მინისტრმა ყურადღება პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა. ლევან იზორიას განცხადებით, პროექტი ერთიანი პოლიტიკის ნაწილია, რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის საქმეში საზოგადოების მაქსიმალურ ინფორმირებულობასა და ჩართულობას გულისხმობს. მან საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპის ქვეყნებში ვიზიტისას, ნატოს შტაბ-ბინასა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე უცხოელმა კოლეგებმა ქართველ ჯარისკაცებს უმაღლეს შეფასება მისცეს. პროექტი 2018 წელს საქართველოს მასშტაბით ორ ეტაპად განხორციელდა. „ჩვენი ჯარის“ მესამე ეტაპი 18 თებერვლიდან 28 მარტის ჩათვლით საქართველოს 9 რეგიონის (აჭარა, გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი, იმერეთი, შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, თბილისი, კახეთი) 300-მდე სკოლას მოიცავს. „ჩვენი ჯარი“ მიზნად მოზარდებში საქართველოს თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას ისახავს.
(NS)
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)