|
2019-02-18 15:52:24, 1108 ნახვა
კომენტარი
ზარდიაშვილი - ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძის ქონება უკეთესად გამოიყურება, ვიდრე მოსამართლეების
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი "შაბათის კურიერში" გასულ სიუჟეტს ეხმაურება, რომელის მოსამართლეების ქონებას უკავშირდებოდა. როგორც ზარდიაშვილმა აღნიშნა, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე უფრო მდიდრები არიან, ვიდრე მოსამართლეები. „იგივე მიხეილ ჩინჩალაძეზე, რომელიც უკვე 12 წელია, მოსამართლეა და, ალბათ, 30 წელია, საჯარო მოხელეა, აქვს 100 ათასი დოლარი კრედიტი აღებული, ამას იხდის 2004 წლიდან, ასევე ჩინჩალაძეზე შეიძლება ითქვას, რომ ის ქონებები, რაც "რუსთავი 2-მა" ახლა ვითომ აღმოაჩინა, შეძენილია 2006 წელს და 2008 წელს. რატომ მოხდა მაინცდამაინც ამ საკითხის ახლა წამოწევა, ეს არის უცნაური. ასევე, მოვუწოდებ არასამთავრობო სექტორს, რადგან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ქონება ამოიღეს და ეს გახადეს დასასაბუთებელი, მე გადავავლე თვალი ქალბატონი ნაზი ჯანეზაშვილის ქონებას, რომელიც საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება და "რუსთავი 2" თუ მოინდომებს, დამიჯერეთ, ქალბატონი ნაზის და ანას ქონება უფრო უკეთესად გამოიყურება, ვიდრე თამარ ალანიას თუ დიმიტრი გვრიტიშვილის თუ მამია ფხაკაძის ქონებები“, - განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)