|
2015-06-18 15:09:30, 577 ნახვა
საზოგადოება
"სითი პარკი" მოსახლეობას მოუწოდებს, მაქსიმალურად დაიცვან პარკირების წესები
კომპანია "სითი პარკი" მოსახლეობას მოუწოდებს, მაქსიმალურად დაიცვან პარკირების წესები. როგორც "ექსპრესნიუსს“ კომპანიის წარმომადგენელმა ლევან ტაბიძემ განუცხადა, "სითი პარკმა" მიიღო გადაწყვეტილება, რომ ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე არცერთი მანქანა არ დაჯარიმდეს. თუმცა მისივე თქმით, ქალაქის დანარჩენი მასშტაბით კომპანია ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს. „ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე არ იწერება ჯარიმები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სხვაგან არ მუშაობს „სითი პარკი“. მძღოლებს მოვუწოდებთ, რომ მაქსიმალურად დაიცვან პარკირების წესები იმისათვის, რომ ისედაც გართულებულ გზის მდგომარეობას კიდევ არ შეუქმნან პრობლემები“, - განაცხადა ლევან ტაბიძემ. ცნობისთვის, ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ავტობომილი დაჯარიმდა. თუმცა როგორც „სითი პარკში“ განაცხადეს, შეცდომა ერთმა პარკინგ ინსპექტორმა დაუშვა და გამოწერილ ჯარიმებს თავად კომპანია გადაიხდის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)