|
2015-06-18 14:57:17, 400 ნახვა
საზოგადოება
"სითი პარკი" ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოწერილ ჯარიმებს თავად გადაიხდის
კომპანია "სითი პარკი" ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე დაჯარიმებული მანქანების მფლობელების ჯარიმებს თავად გადაიხდის. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს“ კომპანია "სითი პარკის“ წარმომადგენელმა ლევან ტაბიძემ განუცხადა. მისი თქმით, კომპანიას მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება, რომ ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე არცერთი მანქანა არ დაჯარიმებულიყო, თუმცა ერთმა პარკინგ ინსპექტორმა შეცდომა დაუშვა. „გუშინვე როგორც კი ერთი ფაქტის შესახებ გახდა ცნობილი, ვთქვით, რომ საუბარი არის ერთი პარკინგ ინსპექტორის მიერ დაშვებულ შეცდომაზე. კომპანიას მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება, რომ ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე არცერთი მანქანა არ დაჯარიმებულიყო, თუმცა ერთმა პარკინგ ინსპექტორმა შეცდომა დაუშვა. ამ ჯარიმებს თავად კომპანია გადაიხდის“, - განაცხადა ლევან ტაბიძემ. მისივე თქმით, სულ საუბარია 16 ჯარიმაზე და მათი უმეტესობა სტიქიის ზონიდან საკმაოდ მოშორებითაა გამოწერილი. თუმცა მიუხედავად ამისა, ამ ჯარიმებს თავად კომპანია დაფარავს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)