|
2019-02-07 18:23:53, 1436 ნახვა
კომენტარი
განათლების მინისტრი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მომავალი წლიდან უფასო ფაკულტეტები აღარ იყოს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს განცხადებით, უფასო ფაკულტეტების სისტემა გაუქმდება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, უნივერსიტეტების დაფინანსების მოდელზე მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან ერთად მუშაობენ. „მინდა გითხრათ, რომ უფასო დაფინანსების მოდელი არაფრის მომცემი არ არის, არანაირ შედეგზე არ არის ორიენტირებული. მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან ერთად ვმუშაობთ, რაზე უნდა იყოს ეს დაფუძნებული. ინტენსიურად მიდიოდა კვლევა და მსოფლიო ბანკი უკვე ასრულებს მუშაობას ამაზე, მაგრამ პირდაპირ რაც შეგვიძლია ვთქვათ, მომავალ წელს გავაკეთებთ ყველაფერს, რომ უფასო ფაკულტეტები აღარ იყოს და პირდაპირ გადავიდეთ ახალ მოდელზე . რჩება ვაუჩერული სისტემა, რომელიც სტუდენტს მიჰყვება პირდაპირ, მაგრამ მეორე მოდელი, რესურსი, რომელიც მიედინებოდა უნიერსიტეტებში უფასო ფაკულტეტების მიმართულებით, ეს გადანაწილდება იმ შეფასებით მაჩვენებლებზე, რის მიხედვით უნდა მოხდეს უნივესიტეტების სტიმულირება. ეს გამოსასწორებელი იყო და ერთ თვეში დავასრულებთ ამაზე მუშაობას", - განაცხადა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)