|
2019-02-07 14:12:21, 1396 ნახვა
კომენტარი
ნადირაშვილი ბატიაშვილს - მოგწონთ თუ არა, რომ გეგეშიძე, რომელიც ჯაჭვით დასდევდა ადამიანს, ისევ ფედერაციის პრეზიდენტია
„თქვენი პირადი აზრი მითხარით, მოგწონთ თუ არა რომ გეგეშიძე, რომელიც ჯაჭვით დასდევდა ადამიანს, დღეს ისევ ფედერაციის პრეზიდენტია“, - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. „თქვენ პირადად, მოგწონთ თუ არა, რომ ბატონი გეგეშიძე [გეგა], რომელიც ჯაჭვით დასდევდა ევროპის ჩემპიონს და ეს ყველამ ვნახეთ, ეს ადამიანი ისევ ინარჩუნებს დღეს თავის თანამდებობას. ძალიან გთხოვთ, პატივი სცეთ საკუთარ თავს და აქ მსხდომ ადამიანებს და პოლიტიკური გაიდლაინით კი ნუ მიპასუხებთ, რომ თქვენ გაათავისუფლეთ ქართული სპორტი და ფედერაციები პოლიტიკისგან და აღარ ერევით საკადრო საკითხებში. უბრალოდ“, - მიმართა ნადირაშვილმა მინისტრს. დეპუტატი ასევე დაინტერესდა, მიმართა თუ არა მიხეილ ბატიაშვილმა შესაბამის ორგანოებს ჭიდაობის ფედერაციაში კორუფციის შესაძლო ფაქტების შესწავლის მიზნით. „რაც შეეხება მეორე კითხვას, თქვენი სამინისტროს ოპერატიულობაზე დღეს არაერთხელ ვისაუბრეთ. თქვენ 2 წუთში მოახერხეთ, რომ წერილი მიგეღოთ ია კერზაიაზე, შემდეგ დამსჯელი რაზმი დილის 4 საათზე გაუშვით იმისთვის, რომ უწესრიგობა არ ყოფილიყო ხომ? იმ სფეროში, რომელსაც თქვენ განსაზღვრავთ. მაინტერესებს ასეთივე ოპერატიული ხართ თუ არა ამ შემთხვევაში და უკვე მიმართეთ თუ არა პროკურატურას ან სახელმწიფო აუდიტს, რომ მათ შეამოწმონ ამ ფედერაციაში კორუფციის ფაქტები, იმიტომ რომ არაერთი მძიმე ბრალდება გაჟღერდა ამ მიმართულებით“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა. შეგახსენებთ, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე 23 იანვარს დააკავეს. მისი დაკავება სპორტის სასახლეში მომხდარი ფაქტის გამო მოხდა, რა დროსაც გეგეშიძემ სპორტსმენ ზურაბ დათუნაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გეგა გეგეშიძე თბილისის საქალაქო სასამართლომ 24 იანვარს, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე [ძალადობა] მუხლით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)