08:23 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-17 18:39:56, 388 ნახვა

საზოგადოება
ფალიაშვილის ქუჩაზე მტაცებელი ცხოველის არსებობის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება

სამართალდამცველების ინფორმაციით, ვაკის რაიონში, ფალიაშვილის ქუჩაზე ზოოპარკიდან გაქცეული მტაცებელი ცხოველის არსებობის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ფალიაშვილის ქუჩაზე პოლიციის წარმომადგენელმა განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, გადამოწმდა ყველა ტერიტორია, სადაც ვეფხვის დაფიქსირების შესახებ მოქალაქეების შეტყობინება შევიდა.
„გამოძახება იყო, რომ შეამჩნიეს ვეფხვი, მოქალაქემ დარეკა. ტერიტორია შემოწმებულია, ფაქტი არ დადასტურდა. ცრუ ინფორმაციაა, ტყუილად არის პანიკა. ყველა ტერიტორია შემოწმებულია, სადაც შეტყობინება შემოვიდა მოქალეებისგან და ცხოველის არსებობა  არსად დასტურდება“, - განაცხადა პოლიციის თანამშრომელმა.
ცნობისთვის, თბილისში რამდენიმე ადგილას ვეფხვის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics