|
2019-02-06 15:13:36, 1660 ნახვა
კომენტარი
ბესელია - დადგა ეტაპი, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღო, შევძლებთ თუ არა ერთად საქმის გაგრძელებას
„მე პირადად ავიღებდი რამდენიმე დღეს მაინც, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღო შევძლებთ თუ არა ერთად საქმის გაგრძელებას“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ბესელიას შეფასებით, უმრავლესობის შეხვედრა საკმაოდ რთული და ემოციური იყო. “შემიძლია გითხრათ, რომ ალბათ დადგა ის ეტაპი, როდესაც მეც და რამდენიმე ადამიანმა საბოლოო გადაწყვეტილება მივიღოთ ღირებულებებთან და ფასეულობებთან დაკავშირებით. ჩვენ ერთ პოზიციაზე დავინახოთ ერთიანი სვლა თუ ვერა. ეს ეტაპი დავინახე მე პირადად, რომ ძალიან ახლოს მოვიდა. ამიტომ, მე გეტყვით ჩემს მოსაზრებას, რომ არ მინდა რაიმე ჩვენი ნაბიჯით ხელი შევუწყო სააკაშვილის და მისი ძალადობრივი სისტემის რეანიმირების და მის მობრუნებას 2020 წელს. არ მინდა იმ ძალადობრივ სისტემას მივცეთ რაიმე შანსი, რომ მოტრიალდეს და ხელში აიღოს ძალაუფლება. ამიტომ უნდა დავინახოთ ჩვენი შემდგომი ნაბიჯები როგორი უნდა იყოს. მე პირადად ავიღებდი რამდენიმე დღეს მაინც, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღო შევძლებთ თუ არა ერთად გაგრძელებას, „ქართულ ოცნებას“ ვგულისხმობ, იმ პარტიას, რომლის დამფუძნებელიუც ვარ და ჩემს ხელში ფორმირდება. ძალიან ემოციური პროცესია. მაგრამ გადაწყვეტილების პროცესია”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)