|
2019-02-06 14:31:46, 1403 ნახვა
კომენტარი
ქუცნაშვილი - პარტიიდან წევრების გარიცხვის საკითხი დღის წესრიგში არ დგას
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი განცხადებით, პარტიიდან სხვადასხვა წევრების გარიცხვის საკითხი დღის წესრიგში არ დაგას. როგორც ქუცნაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე სხვადსხვა მნიშვნელოვან საკითხზე იმსჯელეს. ერთ-ერთი ძირითადი საკითხი მოსამართლეების შერჩევა იყო, რაზეც ქუცნაშვილის განმარტებით, უმრავლესობის წევრებმა სხვადასხვა კრიტერიუმები განიხილეს. მისივე თქმით, მსჯელობა უმრავლეობის ფორმატში გაგრძელდება. „შედგა მორიგი სამუშაო შეხვედრა უმრავლესობის ფორმატში. ვიმსჯელეთ იმ საკითხებზე, რაც აქტუალურია საზოგადოებაში, კერძოდ, გავაგრძელეთ მსჯელბა იმკრიტერიუმებზე, იმ პროცედურებზე, რითაც უნდა მოხდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა. კიდევ ერთხელ დადასტურდა უმრავლესობის შიგნით გადაწყვეტილება, რომ პარლამენტის ყველა წევრი იქნება თავისუფალი კენჭისყრის დროს, საკუთარი სინდისით და ღირსებით იმოქმედებს. დღის წესრგიში არავის გარიცხვის საკითხი არ დასმულა, თუმცა მათ შორის იმაზეც ვიმსჯელეთ, რომ პარტიული დიციპლინის დაცვა, არის მინიმალური სტანდარტი, რაც მოეთხოვება ამ საქმეში ჩართულ პოლიტიკოსებს“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)