|
2019-02-05 11:25:44, 1368 ნახვა
კომენტარი
შაშკინი - გამოცდების გაუქმებით, ბავშვებს ატესტატს „ბამბანერკების“, გოჭებისა და ფულის სანაცვლოდ მისცემენ
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი და განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი საატესტო გამოცდების გაუქმეს ეხმაურება. როგორც შაშკინმა განაცხადა, საატესტატო გამოცდების გაუქმებით სკოლებში კორუპცია დაბრუნდება. "მსოფლიოში არ არის ნორმალური ქვეყანა, სადაც მოსწავლეები გამოცდებს არ აბარებენ. საქართველოში კერძო სკოლები წელიწადში ორჯერ ატარებენ გამოცდებს, რადგან ცოდნას გამოცდა და გაზომვა სჭირდება. სასკოლო განათლება არანაკლებ მნიშვნელოვანია უმაღლეს განათლებაზე. სკოლაში ბავშვი იძენს ისეთ უნარებს, რომელიც მთელი ცხოვრება დაეხმარება, რომ წარმატებული ადამიანი იყოს. მთელ მსოფლიოში არის კონსესუსი, რომ არსებობს რვა საგანი, რომლის სწავლაც აუცილებელია და არცერთი საგნის დაკნინება არ შეიძლება. არა იმიტომ, რომ ვიღაცას ასე უნდა, არამედ იმიტომ, რომ დამტკიცებულია, ამ რვა საგნის სწავლით ბავშვს უვითარდება უნარები, რომელიც ცხოვრებაში დასჭირდება. ეს რვა საგანია: მშობლიური ენა, უცხო ენა, ისტორია, გეოგრაფია , ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია და მათემატიკა. საატესტატო გამოცდების გაუქმებით მოხდება ფიზიკის, მათემატიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის განადგურება სკოლებში, ეს ყველაფერი უკვე ვნახეთ 90-იან წლებში. საატესტატო გამოცდების გაუქმებით სკოლებში დაბრუნდება კორუპცია, ბავშვებს ატესტატს ‘’ბამბანერკების’’, გოჭებისა და ფულის სანაცვლოდ მისცემენ. 2012 წლის შემდეგ, ყოველწლიურად უარესდებოდა საატესტატო გამოცდების მაჩვენებელი. მას სჭირდება დახვეწა და არა გაუქმება. საატესტატო გამოცდები, როდესაც შემოვიღეთ, ეს იყო სატესტორეჟიმი, და 2013 წლიდან გადავდიოდით მოდელზე, რომელიც არის ევროპაში და ამერიკაში, როდესაც არსებობს,GPA, გამოცდები 8 საგანში და იქნებოდა ერთი უნარების გამოცდა, ისევე როგორც არის მთელ მსოფლიოში. ეს რეფორმა დარჩა მარგველაშვილის კაბინეტში, მაგრამ გააუქმეს და მიწაში ჩადეს. გამოცდები, რომელიც სატესტო რეჟიმში მხოლოდ ორი წლის განმავლობაში უნდა ჩატარებულიყო, ტარდება 8 წლისგანმავლობაში", - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)