|
2019-02-04 15:40:14, 1226 ნახვა
კომენტარი
კალაძე: ვიდეო არ მინახავს და მისი ნახვის სურვილიც არ მაქვს - ჩანაწერების გავრცელებას უნდა ვებრძოლოთ
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველოს დროს უამრავი ფარული ჩანაწერია გაკეთებული. კალაძის თქმით, მსგავსი კადრებით ადამიანების შანტაჟი უნდა დასრულდეს. "არაფერი მინახავს და ამ ვიდეოს ნახვის სურვილიც არ მაქვს. ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ასეთი ვიდეოების გავრცელება. კატეგორიულად მიუღებელია ის რაც წლების განმავლობაში ხდებოდა, როგორ აშანტაჟებდნენ ადამიანებს. უამრავი, ათი ათასობით ფარული ჩანაწერი არის გაკეთებული წინა ხელისუფლების დროს, რაც ძალიან ცუდია და ძალიან მძიმა. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვებრძოლოთ ასეთი კადრების გავრცელებას, რომ ადამიანების შანტაჟი ასეთი ჩანაწერებით არ გრძელდებოდეს", - განაცხადა კახა კალაძემ. კახა კალაძე გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებას იმის შესახებ, რომ ფარული ჩანაწერები, შესაძლოა, მოქმედი ხელისუფლების პირობებში იყოს გადაღებული, რადგან ჩანაწერში ტელეფონი „აიფონ 5" ჩანს. კალაძის თქმით, ყველაფერს გამოძიება დაადგენს. "გამოძიება დაადგენს ყველაფერს. ვერც თქვენ დაადასტურებთ იქ აიფონ 5 იყო, აიფონ 7, აიფონ 10 თუ 4. ყველა ის პირი ვისაც მიუძღვის დანაშაული აუცილებლად უნდა აგოს პასუხი", - განაცხადა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)