|
2019-02-02 11:13:23, 1156 ნახვა
კომენტარი
ხუნდაძე: იმედია პრინციპულ საკითხებზე გადაწყვეტილებას მივიღებთ - უსასრულო კონსულტაციები ყველაფერს აზიანებს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დიმიტრი ხუნდაძეს იმედი აქვს, რომ დღევანდელ შეხვედრაზე მმართველი გუნდი პრინციპულ საკითხებზე შეთანხმდება. როგორც დეპუტატმა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, კონსულტაციები უსასრულოდ აღარ უნდა გაგრძელდეს. "შეკრების მესამე რაუნდი გაიმართება მოსამართლეების თემასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ მეოთხე აღარ უნდა იქნეს საჭირო და გადაწყვეტილება იქნას მიღებული, რამეთუ უსასრულო კონსულტაციები უკვე აზიანებს ყველას და ყველაფერს. კონკრეტულად რა გადაწყვეტილებებს მივიღებთ, ვისაუბრებთ მაშინ, როცა შეხვედრა დასრულდება. მე იმედი მაქვს რომ პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება იქნება მიღებული და დასრულებული", - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ. ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი გუნდის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი უძღვება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)