|
2019-02-01 16:25:33, 1380 ნახვა
კომენტარი
ილია მეორე რუსეთის პატრიარქს - თქვენ დიდი წვლილი ჩადეთ მართლმადიდებლობის განმტკიცებაში
საქართველოს კათოლიკის პატრიარქმა ილია მეორემ რუსეთის ეკლესიის მეთაურს ინტრონიზაციის 10 წლის იუბილე მიულოცა. ილია მეორის მისალოცი წერილი რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. "თქვენო უწმიდესობავ, ძვირფასო ძმაო და თანამწირველო, უკვე 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ღვთის მეოხებით, პირველიერარქის ჯვარს ატარებთ. მთელი ამ დროისა და მთელი თქვენი ცხოვრების განმავლობაში უზარმაზარი ინტელექტუალური და სულიერი ძალისხმევა ჩადეთ, რათა საკუთარი წვლილი შეგეტანათ არამხოლოდ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გაძლიერებაში, არამედ მართლმადიდებლობის განმტკიცებაში. თქვენი მისიონერული ძალისხმევით არაერთი ეკლესია და მონასტერი გაიხსნა, შეიქმნა განათლების, კულტურისა და საქველმოქმედო ცენტრები. გისურვებთ ხანგრძლივ, ღვთისგან კურთხეულ მსახურებას. ჩვენს რთულ და მოულოდნელობებით სავსე დროში, ყველას ჩვენი პირადი გამოცდა გვაქვს, ჩვენი პირადი პრობლემები, მაგრამ ახლა, თქვენც და ჩვენც და მთელი მართლმადიდებელი სამყარო საერთო გამოწვევის წინაშე დავდექით და ჩვენს შემდგომ ქმედებებზე დამოკიდებულია, თუ როგორ გარემოში ვიცხოვრობთ ხვალ. ეს გამოწვევა უზარმაზარია და ასევე უზარმაზარია პასუხისმგებლობა, რომელიც ღვთისა და ერთმანეთის წინაშე გვაქვს. მიუხედავად განვითარებული მოვლენებისა, იმედს ვიქონიებთ, რომ თქვენი წინდახედულობით, ჩვენი საერთო ლოცვითა და ძალისხმევით და, უპირველეს ყოვლისა, ღვთის მადლით, ყველა ერთად შევძლებთ შევინარჩუნოთ მართლმადიდებული მრწამსი და ღვთის საქმეები. დალოცვილ იყოს უფლის მიერ თქვენი მსახურება რუსული ეკლესიისა და მთელი სამყაროს მართლმადიდებლობის მიმართ", - ნათქვამია წერილში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)