|
2019-02-01 14:40:33, 1221 ნახვა
კომენტარი
პრემიერი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ სამართალმა იზეიმა
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც რუსეთმა საქართველოს 10 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა უნდა გადაუხადოს, დადებითად შეაფასა. როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ამ გადაწყვეტილებით სამართალმა იზეიმა. “მინდა შევეხო მნიშვნელოვან გამარჯვებას. სტრასბურგის სასამართლომ დეპორტირებულების საქმეზე რუსეთს საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ 10 მილიონი ევროს ოდენობის მორალური კომპენსაციის გადახდა დააკისრა. შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ სამართალმა იზეიმა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო - რომ არა 2014-2015 წლებში იუსტიციის სამინისტროს მიერ გაწეული უზარმაზარი სამუშაო, კომპენსაციას მხოლოდ 118 პირი მიიღებდა, რადგან წინა ხელისუფლებამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მხოლოდ 118 მოქალაქის მონაცემები მიაწოდა. 2014 წლიდან 2016 წლამდე ძალიან დიდი სამუშაო იქნა გაწეული, დამუშავდა და სასამართლოს გადაეგზავნა 1500 მოქალაქის მონაცემი, რომლებიც მიიღებენ ამ კომპენსაციას. ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული“, - განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)