|
2019-02-01 13:58:43, 1469 ნახვა
კომენტარი
ბოკუჩავა - სუს-ს დაავალეს, რომ „ნაცმოძრაობის“ ათეულობით მომხრისთვის ფარული ჩანაწერები გაეგზავნათ
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, თინა ბოკუჩავა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას ბიძინა ივანიშვილის ხელწერას უწოდებს. როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პარტიის აქტივისტებს მიზანმიმართულად გაუგზავნა ვიდეო, რათა შემდეგ ადამიანები დაეკავებინა. "ეს არის ბიძინა ივანიშვილის ხელწერა. მან პირადად მან მოახდინა ასეთი დანაშაულის სანქცირება იმიტომ, რომ არავინ დაიჯერებს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა ბიძინა ივანიშვილის უშუალო მითითების გარეშე. სუს-მა ვირუსულად ათობით ჩვენს მხარდამჭერს და ძალიან ბევრ ადამიანს მთელი საქართველოს მასშტაბით გაუგზავნა ეს კადრები სწორედ იმიტომ, რომ ისინი ხვდებოდნენ, ვინმე უნდა დაესაჯათ. ცხადია, ისინი ვერ დასჯიან ადამიანს, ვინც ეს დაუკვეთა, იმიტომ, რომ ეს ადამიანი არის თავად ამ ქვეყნის მართველი ბიძინა ივანიშვილი. ეს არის ძალიან მძიმე დანაშაული, რაც ჩაიდინა თავად ივანიშვილმა და რაც შემდგომ დაავალა სუს-ს და სუს-ის მაღალჩინოსნებს, რომ დიახ, ათეულობით ჩვენი მხარდამჭერისთვის გადაეგზავნათ ეს კადრები. რა თქმა უნდა, პასუხი უნდა მოეთხოვოს თავად იმ პიროვნებას, ვინც ეს თავიდან გაავრცელა", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის“ ორი აქტივისტი, დები ირმა და ინგა ხოროიშვილები დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)