11:14 - 28 May, 2026
|
2019-01-31 11:34:51, 3230 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ში ძლიერი ყინვების გამო, სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა [ვიდეო]
ამერიკის რამდენიმე შტატში ძლიერი ყინვის შედეგად სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ Fox News იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით,რეკორდულად დაბალი ტემპერატურა ფიქსირდება ილინოისის, აიოვას, მინესოტას, ჩრდილოეთ და სამხრეთ დაკოტას, ვისკონსინის, კანზასის, მისურის, მინესოტას და ნებრასკას შტატებში. ჩიკაგოში ტემპერატურა -32 გრადუსამდე დაეცემა. შედარებისათვის ანტარქტიდაზე, პრისტლის მყინვარზე ტემპერატურა -21 გრადუსია. ნულზე დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი მთელი ქვეყნის მასშტაბით, მექსიკის ყურიდან მენის შტატამდე. ძლიერი ყინვისა და თოვლის გამო ზოგიერთ შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. დაკეტილია ასობით საგანმანათლებლო დაწესებულება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)