08:18 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-17 12:42:05, 444 ნახვა

საზოგადოება
ზვიად ქაწაშვილი: სტიქიის ღამეს 112-ში პირველი ზარი 22:11 საათზე შევიდა

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის ზვიად ქაწაშვილის განცხადებით, სტიქიის ღამეს 112-ში პირველი ზარი 22:11 საათზე შევიდა, რის შემდეგაც სრული მობილიზება მოხდა.

ქაწაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას 13 ივნისის ღამე გაიხსენა.

„13 ივნისს, პირველი ზარი 112-ში შემოვიდა , ვაკონტრეტებ 22 საათზე  და  11 წუთზე. სამ წუთში იყო გასული  მთელი თბილისის მთავარი სამმართველო გამოძახებებზე. დავაკონკრეტებ იმასაც, რომ გამოძახებები იყო თბილისის მასშტაბით, სადაც წყალდიდობები დაიწყო. თავიდან დაიწყო ჩუღურეთის რაიონში, ხოლო შემდეგ, როცა უკვე აქ მოხდა ვერეს ხეობაში წყალმოვარდნა, აქ ისე სწრაფად განვითარდა, 3-4 წუთის მანძილზე მოხდა  ამ  მთელი ტერიტორიის წყლით დაფარვა. აქ უკვე ადგილზე იმყოფებოდნენ  იმ წუთისთვის მეხანძრე-მაშველები, რეაგირება იყო მყისიერი. ჩვენ გვაქვს ქრონომეტრაჟი, როგორ მოხდა გამოსვლები, სამ წუთში იყო ყველა დანაყოფი გამოსული თბილისის  მთელი მასშტაბით გაშლილი და ის ფაქტიც, რომ მეხანძრე-მაშველი, რომელიც ვერეს ხეობაში გარდაიცვალა, ის იყო ერთ-ერთი მათთაგანი, ვინც უკვე აქ შრომობდნენ და გამოძახების შემდეგ მას უკვე მოსწრებული ჰქონდა 7-8 ადამიანის სახიფათო ზონიდან გაყვანა.  ის და თავისი მეწყვილე   იმ მომენტში შრომობდნენ, რომ კიდევ 4 ადამიანი უნდა გაეყვანათ  უსაფრთხო ადგილას, როცა წყალი ძალიან ადიდდა და მას მორი დაეჯახა, თავი ვეღარ შეიკავა და ჩვენ დავკარგეთ თანამშრომელი“, - განაცხადა ზვიად ქაწაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics