|
2019-01-29 16:28:37, 3034 ნახვა
მსოფლიო
ჯეკ შეფერდის ბრიტანელ ადვოკატს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან
საქართველოში დაკავებული ბრიტანეთის მოქალაქის ჯეკ შეფერდის ერთ-ერთ ადვოკატს რიჩარდ იგანს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან, - ამის შესახებ Sky News იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ადვოკატმა ანონიმური წერილი მიიღო, სადაც მას 48 საათი მისცეს, რათა შეფერდის ინტერესების დაცვაზე უარი თქას. გარდა ამისა, წერილში ნათქვამია, რომ მას უთვალთვალებენ და მისი ლიკვიდირება სხვადასხვა ხერხებით, მათ შორის აფეთქებით შეიძლება მოხდეს. მედიის ცნობით, ანონიმური გზავნილის ავტორმა წერილში სვასტიკა დახატა და წერილი შემდეგი სიტყვებით დაასრულა - "დიდება ჰითლერს! (Heil Hitler). როგორც Sky News-ი წერს, მუქარის წერილს სკოტლანდ იარდი უკვე სწავლობს. მომხდარ ფაქტს დიდი ბრიტანეთის იუსტიციის მინისტრიც გამოეხმაურა. მან მუქარას შემაშფოთებელი და მიუღებელი უწოდა. მუქარის შემცველი წერილს უკვე სწავლობს სკოტლანდ იარდი. დიდი ბრიტანეთის იუსტიციის მინისტრმა, ადვოკატის მისამართით გახმოვანებულ მუქარას შემაშფოთებელი და მიუღებელი უწოდა. შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაერთიანებული სამეფოს ძებნილი მოქალაქე თბილისში 23 იანვარს დააკავა. უწყების ინფორმაციით, 1987 წელს დაბადებულ ჯ.ს.შ. ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში 23 იანვარს ადვოკატებთან ერთად გამოცხადდა და საქართველოს პოლიციას ნებაყოფლობით ჩაბარდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)