|
2019-01-16 18:41:15, 1462 ნახვა
კომენტარი
მეზვრიშვილი - დისკრიმინაციული მოტივის გამოკვეთის და ამ მოტივით ადამიანების პასუხისმგებლობაში მიცემის კუთხით დიდი პროგრესი გვაქვს
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვირშვილი, საქართველოს პარლამენტის და ევროპის საბჭოს ორგანიზებით გამართულ შეხვედრას ესწრებოდა, რომელიც რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI) საქართველოსთვის გაცემულ რეკომენდაციებს ეხებოდა. ნათია მეზვრიშვილმა, ამ მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე ღონისძიებებზე ისაუბრა. „მე ვისაუბრებ შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში. ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც ჩვენ ამ მიმართულებით გასული წლის დასაწყისში გადავდგით, თქვენ იცით, რომ იყო ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის შექმნა. სხვათაშორის, ეს იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ ამ კომისიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომელიც შესრულებულია და მთავარია ის, თუ როგორ რეაგირებს ამ კატეგორიის დანაშაულებზე სამინისტრო. გასული წლის მაჩვენებლებს თუ გადავხედავთ - 2018 წელს თუ შევადარებთ 2017 წელს, დეპარტამენტის საქმიანობამ აჩვენა, რომ საკმაოდ დიდი პროგრესი გვაქვს ზოგადად დისკრიმინაციული მოტივის გამოკვეთის და ამ მოტივით ადამიანების პასუხისმგებლობაში მიცემის კუთხით, მათ შორის არის რასობრივი შეუწყნარებლობის მოტივით. სხვა მხრივ, რა გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული, ჩვენ მზად ვართ, რომ კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი გადავდგათ ამ რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)