|
2019-01-04 14:03:40, 1445 ნახვა
კომენტარი
ბესელია - იურიდიული კომიტეტი პოლიგონად გადააქცია პატარა ჯგუფმა, რომელიც მოსამართლეობის კანდიდატებს ლობირებს
იურიდიული კომიტეტი ბრძოლის პოლიგონად გადააქცია იმ პატარა ჯგუფმა, რომელსაც აქვს ღია ინტერესი და ლობირებს მოსამართლეთა უზენაეს სასამართლოში დასანიშნ კანდიდატთა სიას, – ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, გედევან ფოფხაძესთან დაკავშირებული გადაწყვეტილებით პრუცედურა დაირღვა. „პროცედურა დაირღვა, როდესაც თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩეულია ადამიანი, თავმჯდომარის მოვალეობა უნდა შეასრულოს და ამ დროს ფრაქცია გაიწვევს. ეს პირდაპირ ნიშნავს კომიტეტის გადაწყვეტილების აღსრულებაში ხელის შეშლას. ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და პოლიტიკური სისუსტე. სხვაგვარად ამ პატარა ჯგუფმა ვერ მოახერხა, რომ კომიტეტში თავისი ინტერესები გაეტარებინა. სამწუხაროა, რომ ახლა უკვე შემდეგი ეტაპი წამოიწყეს, რადგან მოსამართლეთა დასანიშნი კანდიდატების, უზენაეს სასამართლოში ასარჩევი პირების ახალი სია უნდა წარედგინოს პარლამენტს. როგორც ჩანს, ამ პატარა ჯგუფს სჭირდება, რომ იურიდიულ კომიტეტში არ იყოს ბარიერი, არ შეხვდეს მათ წინაღობა, რაც შეხვდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც ჩემი გადაწყვეტილებით, დეკემბრის ბოლოს არ ჩაინიშნა ამ სიის განსახილველად კომიტეტის სხდომა “, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)