|
2018-12-31 14:06:21, 1645 ნახვა
კომენტარი
დოლიძე - დღეს ვნახეთ საბჭოს მოსამართლე წევრები, რომლებმაც მანტია გაიხადეს და პოლიტიკურ სათამაშო მოედანზე შევარდნენ
„დღეს ვნახეთ იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრები, რომლებმაც ფაქტობრივად, გაიხადეს მანტია და პოლიტიკურ სათამაშო მოედანზე შევარდნენ“, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ განაცხადა. ის საბჭოს მოსამართლე წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც უმრავლესობის ზოგიერთი წევრის მხრიდან სასამართლო ხელისუფლებაში ჩარევის მცდელობაზე საუბრობდა. „მათი სურვილია, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ დებატებში იმ ჯგუფის მხარეს, რომლისთვისაც არ ყოფილა არც გირგვლიანის საქმე, არც ზერეკიძის საქმე, არც ყუფარაძის საქმე, არც მოლაშვილის საქმე და არც ერთი საქმე, რომელმაც შექმნა საქართველოს ისტორია და მოიყვანა, სხვათა შორის, "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში. ეს მოსამართლეები ამ ქმედებით პირდაპირ არღვევენ ეთიკის კოდექსს, ვინაიდან მათ ეკრძალებათ პოლიტიკური აზრის გამოთქმა და პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობა“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)